ჩვენს შესახებ

მე ვარ პანკისის ხეობის მკვიდრი და გამოცდილ გიდი, რომელიც გთავაზობთ უნიკალურ საცხენოსნო ტურებს პანკისის ულამაზეს ბუნებაში.

დავამთავრე თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გეოგრაფიის სპეციალობით, რაც მაძლევს შესაძლებლობას სიღრმისეულად გაგიზიაროთ რეგიონის ბუნებრივი, გეოგრაფიული და კულტურული თავისებურებები. ასევე ვარ სერტიფიცირებული გიდი და გავლილი მაქვს შესაბამისი პროფესიული ტრენინგები.

ცხენოსნობისა და მთაში გადაადგილების მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კარგად ორგანიზებულ ტურებს როგორც დამწყებებისთვის, ასევე გამოცდილ მოგზაურებისთვის.

2016 წლიდან ვმუშაობ ტურიზმის სფეროში — ვთანამშრომლობდი საოჯახო სასტუმროსთან გიდად, რის შემდეგაც აქტიურად ვმოგზაურობდი ევროპაში. ნამყოფი ვარ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: დანიაში, გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში და თურქეთში. ამ გამოცდილებამ დამეხმარა უკეთ გამეგო ტურისტების მოლოდინები და შემექმნა მათზე მორგებული სერვისი.

ვსაუბრობ რამდენიმე ენაზე: ქართულად, ჩეჩნურად და რუსულად — თავისუფლად; ინგლისურად — კარგად; გერმანულად — საბაზისო დონეზე.

გთავაზობთ:
• საცხენოსნო ტურებს პანკისის ხეობაში
• ბუნებასთან ახლოს, ავთენტურ გამოცდილებას
• უსაფრთხო და მეგობრულ გარემოს
• ინდივიდუალურად მორგებულ მარშრუტებს

ჩვენი მიზანია, თითოეულ სტუმარს შევუქმნათ დაუვიწყარი მოგზაურობა და გავაცნოთ პანკისის ხეობის უნიკალური ბუნება, კულტურა და სტუმართმოყვარეობა.

გელოდებით პანკისში!